შესახებ
თბილისის ზღვის სანაპიროზე მდებარე Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham ერთადერთი სასტუმროა, რომელიც ამ უნიკალურ ადგილას მდებარეობს და გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. სასტუმრო განთავსებულია მწვანე საკურორტო ზონაში, ზღვისა და ტყის ხედებით. იგი გამოირჩევა თავისი დიდი დაცული ტერიტორიით, სადაც 24/7-ზე მეთვალყურეობას აწარმოებს ჩვენი დაცვის დეპარტამენტი. სასტუმრო მდეგბარეობს 20 წუთის გზაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან.
სასტუმრო განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის არის ერთადერთი საქართველოში, რომელიც მდებარეობს ამიერ კავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკთან და სპა ცენტრთან - ჯინო აკვაპარკთან, სადაც ჩვენი სტუმრებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება აკვაპარკზე და 20%-იანი ფასდაკლება სპა და ველნეს სერვისებზე.
Gino Seaside Tbilisi-ში განთავსებულია 216 აპარტამენტის ტიპის ოთახი, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და იდეალურია როგორც ხანგრძლივი, ასევე მოკლე მოგზაურობებისთვის, იქნება ეს საოჯახო თუ საქმიანი ვიზიტი. სტუმრებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ გარე აუზით, ისადილონ ან ივახშმონ პანორამულ რესტორანში ზღვის ხედებით, ისარგებლონ რუმს სერვისით. სატუმროში ფუნქციონირებს 2 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ყოველდღიურ საუზმეს, უფასო პარკინგს, 24/7 მომსახურებას და სრულ კომფორტს, რაც Gino Seaside Tbilisi-ს ქმნის როგორც დასვენების, ასევე საქმიანი მოგზაურობისთვის იდეალურ დანიშნულებას.
განთავსების ინფორმაცია
Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham გთავაზობთ მშვიდ და კომფორტულ დასვენებას თბილისის ზღვის სანაპიროზე. სასტუმროში 215-ზე მეტი კეთილმოწყობილი ნომერი და სუიტია.
თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველაფრით, რაც კომფორტული დასვენებისთვის გჭირდებათ, მათ შორის კონდიციონერით, მაღალსიჩქარიანი Wi-Fi-ით, ინდივიდუალური სამზარეულოთი და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით.
სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი მომსახურებით, რაც თითოეულ სტუმრობას კომფორტულს, მოსახერხებელსა და დასამახსოვრებელს ხდის.
შესვლა: 15:00 საათიდან
გასვლა: 12:00 საათამდე